ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი საფრანგეთში ტრანსატლანტიკური ალიანსის გამყარებისთვის ჩადის


ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში მიდის. ეს ვიზიტი პირველია მას შემდეგ, რაც სამმხრივი შეთანხმება ამერიკა, საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, ე.წ AUKUS შედგა. ამან კი თავის მხრივ გარკვეულწილად დაძაბა ურთიერთობები ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს შორის.

ექსპერტები ამბობენ, რომ ბლიკენი, რომელსაც მყარი კავშირები აქვს საფრანგეთთან, ქვეყანაში ვიზიტს ამერიკა-საფრანგეთის უერთიერთობების გასამყარებლად გამოიყენებს.

ამერიკის პირველი დიპლომატი ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების მინისტერიალს დაესწრება, რომელიც 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება და ორგანიზაციის 60 წლისთავს აღსანიშნავად ჩატარდება.

ბლინკენს, პარიზში ორმხრივი შეხვედრები ექნება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანთან. საფრანგეთი ახლა ევროსაბჭოს პრეზიდენტობისთვის ეზადება. ქვეყანა თავმჯდომარე 2022 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე იქნება.

"სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, ასევე შეხვდება თავის კოლეგებს საფრანგეთში, რათა განაგრძოს საუბრები ამერიკა-საფრანგეთის ურთიერთობების სამომავლო გამყარებაზე ბევრი მიმართულებით, მათ შორის ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებითაც, ასევე ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ჩვენს პარტნიორებთან საუბრის მიმართულებით",- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG