ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ზე: ეს ევროპისთვის ცუდი გარიგებაა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენი ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. თეთრ სახლის თქმით ადმინისტრაცია, პროექტის შესაჩერებლად, დამატებით სანქციებს მიიღებს.

"ჩრდილოეთის ნაკად 2"-თან დაკავშირებით, ადმინისტრაციის პოზიციის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა. ფსაკი ამბობს, რომ თეთრი სახლი მილსადენის შესახებ მსჯელობს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ჩრდილოეთის ნაკად 2"-ის მილსადენის მშენებლობა წლებია მიმდინარეობს. მილსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება იგეგმება. პროექტის მიხედვით ახალი მილსადენი, უკვე მოქმედ "ჩრდილოეთის ნაკადთან" ერთად ევროპაში გაზის მიწოდებას გააორმაგებს. საუბარია 110 მილიარდ კუბურ მეტრზე წელიწადში.

მისლადენი გვერდს უვლის უკრაინას, რომელიც დღეს ევროპაში რუსული გაზის მთავარი სატრანზიტო ქვეყანაა. კიევისთვის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტი მნიშვნელოვან დანაკარგებთან ასოცირდება.

შეერთებული შტატები პროექტს წლებია ეწინააღმდეგება. ყოფილმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მილსადენის წინააღმდეგ, კონგრესთან ერთად, არაერთი სანქცია მიიღო.

სანქციების გამო მილსადენის მშენებლობა გართულებულია. თავდაპირველად საუბარი იყო, რომ მილსადენი 2020 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მისი მშენებლობის პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG