თუ უკრაინა დაპირებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს არ გაატარებს, ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გააუქმოს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ნიუ-იორკში, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ ის კვირაში ერთხელ რამდენიმე საათის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრება უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს და მათ რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.
ვიცე პრეზიდენტმა ამ გამოსვლაში მისი საგარეო პოლიტიკის დოქტრინა განიხილა, დოკუმენტი, რომელიც მან საჯარო სამსახურში 40 ც წლიანი მოღვაწეობისას შეიმუშავა, განიხილა საერთაშორისო ურთიერთობების ამჟამინდელი პერიოდი და ისაუბრა გლობალურ პოლიტიკაში ამერიკის როლის შესახებ მომავალში.