ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ქალი გენერლები შეიარაღებული ძალების წამყვან პოზიციებზე დაასახელა


ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეიარაღებული ძალების ორ უმაღლეს თანამდებობაზე ქალები დაასახელა. ამ დრომდე მსგავსი რანგის პოსტზე ამერიკაში მხოლოდ ერთ ქალს უმსახურია.

ამერიკის საჰაერო ძალების გენერალი ჟაკლინ ვან ოვოსტი ერთადერთი ოთხვარსკვლავიანი ქალი გენერალია. ის ტრანსპორტირების მიმართულების მთავარსარდალი იქნება.

სამვარსკვლავიანი გენერალი ლაურა რიჩარდსონი კი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს და მეოთხე ვარსკვლავ მიიღებს.

თუკი სენატი მათ ნომინაციებს დაამტკიცებს, ვან ოვოსტი და რიჩარდსონი ლორი რობინსონის შემდეგ პირველი ქალები იქნებიან, ვინც ასეთ მაღალ სამხედრო პოზიციებს დაიკავებენ. რიჩარდსონი 2018 წელს პენსიაზე გავიდა.

"თითოეულმა ამ ქალმა საკუთარი კარიერის განმავლობაში წარმოაჩინა შეუდარებელი უნარები, პატიოსნება და ერთგულება ქვეყნისადმი", - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ ორი გენერლის წარსადგენი მოკლე გამოსვლისას ორშაბათს თეთრ სახლში.

"დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა და ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ და აღვნიშნოთ ამ ქალების მიღწევები, რომლებმაც ბარიერები დაამსხვრიეს", - განმარტა მან.

ამერიკის შეიარაღებულ ძალებს სულ 11 მთავარსარდალი ჰყავს. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი პრეზიდენტია. 11-ივე სარდალი ოთხვარსკვლავიანი გენერალია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG