ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუბერნატორები ბაიდენს სთხოვენ ბენზინზე მომუშავე მანქანების გამოშვება შეზღუდოს


ამერიკის შტატების გუბერნატორების ნაწილი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2035 წლიდან ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვის ეტაპობრივ შეზღუდვას სთხოვენ. ხელმომწერთა შორის არიან კალიფორნიის, ნიუ იორკის, მასაჩუსეტსის და ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორები.

ბაიდენის გეგმა, რომელიც ინფრასტრუქტურაზე 2.3 ტრილიონი დოლარის დახარჯვას მოიცავს, ასევე ითვალისწინებს 174 მილიარდს და საგადასახადო შეღავათებს ელექტრო-ავტომობილების ინდუსტრიისთვის ხელშესაწყობად. თუმცა, მისი ინიციატივა ბენზინის მანქანების ეტაპობრივი გამოშვების შეზღუდვას არ მოიცავს.

წერილში, რომელსაც ხელს ასევე აწერენ კონექტიკუტის, ჰავაის, მეინის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-მექსიკოს, ორეგონის, ვაშინგტონის და როდ-აილენდის შტატები, ბაიდენს მოუწოდებენ „უზრუნველყოს, რომ სამგზავრო მანქანები და მსუბუქი სატვირთოები ნულოვანი გამონაბოლქვისაა არაუგვიანეს 2035 წლისა“.

ამ დრომდე თეთრ სახლს ამ წინადადებაზე არ უპასუხია.

"ჯენერალ მოტორსმა" იანვარში განაცხადა, რომ ის გეგმავს ბენზინზე მომუშავე მსუბუქი ავტომანქანების გაყიდვის შეწყვეტას 2035 წლისთვის. „ვოლვომ“ თქვა, რომ მისი ახალი მოდელები სრულიად ელექტო იქნება 2030 წლისთვის და „ფორდის“ ევროპული ხაზი კი ელექტროენერგიაზე გადავა 2030 წლამდე.

თუმცა წინადადებას მხარს ყველა არ უჭერს. რორი გემბელი, გაერთიანებული სამანქანო მუშათა პროფკავშირებიდან ამბობს, რომ ელექტო-ავტომობილების მშენებლობას ნაკლები მუშახელი სჭირდება და რომ ეს ნაბიჯი მუშებს დააზიანებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG