სახარების თანახმად, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობას ამჟამად პალესტინელების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ბეთლემში მოევლინა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი, რობერტ ბერგერი ბეთლემში მიმდინარე სადღესასწაულო ცერემონიალს დაესწრო და მის შესახებ მოგვითხრობს.
ტრადიციული საშობაო ცერემონიალი, რომელიც მანგერის მოედანზე ყოველ წელს იმართება, საფესტივალო მარშით პალესტინელმა გოგონამ და ბიჭმა გახსნეს. მოედანზე უზარმაზარი ნაძვის ხე დგას, რომელიც ზარებით, განათებებით და პალესტინური დროშებით არის მორთული.
ზეიმის ეპიცენტრი მაცხოვრის შობის ტაძარია, რომელშიც ათასობით მომლოცველი შეიკრიბა. ტაძარი იმ ადგილას არის აშენებული, სადაც გადმოცემით, იესო ქრისტე იშვა. მაცხოვრის შობის ტაძარი იყო პირველი ძეგლი, რომელიც პალესტინელთა ტერიტორიაზე იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა (2012 წ.). ტაძარში მყოფი მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩამოსულები. შმუელ ოლუვა ნიგერიის საპორტო ქალაქ ლაგოსიდან არის და ამბობს, რომ შობის შეხვედრა მაცხოვრის შობის ტაძარში განუზომელი მადლია. „ფანტასტიური, არაჩვეულებრივი გრძნობაა. ამას ყველა ქრისტიანი უნდა ესწრაფვოდეს. თუკი შეეცდები და გააცნობიერებ იმის მნიშვნელობას, რაც აქ მოხდა, ეს სასწაულებრივი გრძნობაა“ - ამბობს ის.
ბეთლემის მერის, ვერა ბაბუნის თქმით, ამ თვეში ქალაქში 300 ათას ტურისტს ელოდებიან. სასტუმროები გადატვირთულია და დღეს ვერცერთ მათგანში ერთ ოთახსაც კი ვერ იშოვით. იმის გამო, რომ ისრაელს და პალსტინლებს შორის შედარებითი სიმშვიდეა, ბეთლემში იმაზე მეტმა მომლოცველმა მოიყარა თავი, ვიდრე მოსალოდნელი იყო. „დაახლოებით 4 000-მდე ოთახი გვაქვს 33 სასტუმროში. ყველა დაკავებულია. ეს იმის ნიშანია, რომ ქალაქი მზად არის სტუმრების საჭირო რაოდენობა მიიღოს“ - აღნიშნავს ბეთლემის მერი.
პალესტინლები ბევრს ჩივიან ბეთლემის ირგვლივ ისრაელის მიერ აშენებულ დიდ კედელზე, რომელიც თავის დროზე თვითმკვლელი ტერორისტების დიდ ტალღას მოჰყვა. ბეთლემელები ამბობენ, რომ ამ კედლის გამო საკუთარ ქალაქში თავს ისე გრძნობენ, როგორც სატუსაღოში. თუმცა, ქალაქის მერის თქმით, კედელი ვერ იმოქმედებს ბეთლემელების ისეთ გრძნობებზე, როგორიცაა იმედი, სიყვარული და მშვიდობა: „შობა მაინც მუდამ მხიარული იქნება, იმიტომ რომ ყველა პრობლემის და სიძნელის მიუხედავად, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაულია, სიხარულით, იმედით და სიყვარულით სავსე“.
შობის დღესასწაულს ისრაელის მხარეც პატივისცემით ეპყრობა. ადგილობრივი ხელისუფლება პალესტინლებთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა მომლოცველთა შესვლა ბეთლემში შეუფერხებლად განხორციელდეს.