ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი უკან არ იხევს


ასადი უკან არ იხევს
ასადი უკან არ იხევს

სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, ბაშარ ალ -ასადის მომხრეებმა ორი ადამიანი მოკლეს და ოთხი დაჭრეს, მას შემდეგ, რაც სირიის პრეზიდენტმა თავის პოლიტიკური კურსი დაიცვა და განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების განცხადებები მისთვის არაფერს ნიშნავს. ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორის განცხადებით, მკვლელობები დღეს ქალქ ჰამაში მოხდა. დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც სირიაში მიმდინარე ძალადობა განიხილება. სხდომის ჩატარება საბჭოს 24-ვე წევრმა მოითხოვა, მაშ შორის, ოთხი არაბული ქვეყანაა - იორდანია, ქუვეითი, კატარი და საუდის არაბეთი. სირიის სახელმწიფო ტელევიზით გამოსვლისას ბატონმა ასადმა ასევე განაცხადა, რომ მის ძალებს აშკარა უპირატესობა აქვთ ხუთთვიანი ამბოხის განმავლობაში. მან განაცხადა, რომ არ ღელავს ამბოხების შესახებ. ასადმა ასევე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმ შედეგების შესახებ, რაც მისი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს მოყვება. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ბაშარ ასადი უნდა გადადგეს.

XS
SM
MD
LG