ბრიტანული საბანკო გიგანტი ეიჩ-ეს-ბი-სი თანახმაა ამერიკის მთავრობას ფულის გათეთრების საქმეში წარმოქმნილი დავის მოსარიგებლად ორ მილიარდამდე დოლარი გადაუხადოს. ბანკმა აღნიშნული საქმე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტთან ე.წ. გადავადებული შეთანხმებით დაასრულა. შეთანხმების თანახმად, ბრიტანული ბანკი სასამართლო დევნისგან გათავისუფლდება, თუ ის გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს. დღეს ეიჩ-ეს-ბი-სიმ განცხადებაში აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმების თანახმად მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლებს და ამასთან კიდევ უფრო გაამკაცრებს ბანკის თავსებადობის პოლიტიკას.
ბანკი მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლებს