ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევრობანკს ბონდების ყიდვა სურს


ამ ნაბიჯმა შესაძლოა ესპანეთის და იტალიის საფინანსო კრიზისი შეამსუბუქოს

ევროპული ბანკი მზად არის შეისყიდოს სამთავრობო ბონდები იმ ქვეყნებში, სადაც საბიუჯეტო კრიზისია. ამ ნაბიჯმა შესაძლოა ესპანეთის და იტალიის საფინანსო კრიზისი შეამსუბუქოს, რამდენადაც შეამცირებს სესხის მოცულობას.

ევროპული ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ არ დააკონკრეტა, თუ რა რაოდენობის ბონდების შეძენას გეგმავს. თუმცა, მისი თქმით, ეს საკმარისი იქნება მიზნის მისაღწევად. დრაგის განცხადებით ბონდების შეძენის დეტალები მომავალ რამდენიმე კვირაში დაკონკრეტდება.
XS
SM
MD
LG