ბანგლადეშში ტრიკოტაჟის ქარხნის დანგრევის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა კვლავ გაიზარდა. დღევანდელი ინფორმაციით, მსხვერპლის რადენობა 600-ს აღემატება. ნანგრევებში გვამების ძებნა კვლავ მიმდინარეობს და დაღუპული ადამიანების რაოდენობა სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.
პარასკევს ბანგლადეშის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქარხნის დანგრევა „სერიოზული“ ინციდენტი არ იყო და ის უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო. აბულ მაალ აბდულ მუჰითის თქმით, ის არ შიშობს, რომ უცხოელი ინვესტორები ბანგლადეშში ტანისამოსის წარმოებას შეამცირებენ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება.
ბანგლადეშში ტექსტილის ინდუსტრიის ღირებულება 20 მილიარდი დოლარია და ის ქვეყნის ექსპორტის 80 პროცენტს შეადგენს.
ქარხნის დანგრევის შემდეგ ცხრა ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის, შენობის მეპატრონე, შენობაში მდებარე რამდენიმე ქარხნის დირექტორები და ინჟინრები, რომლებიც შენობის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. დანგრევამდე შენობაში 3000ზე მეტი ადამიანი იყო.