ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშის დედაქალაქში ანტი-სამთავრობო გამოსვლებია


ბანგლადეშის დედაქალაქში ანტი-სამთავრობო გამოსვლებია
ბანგლადეშის დედაქალაქში ანტი-სამთავრობო გამოსვლებია

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ანტი-სამთავრობო გამოსვლის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაშავებულები როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის მხარდამჭერთა შორის.

საპროტესტო აქციას საყოველთაო გაფიცვა უძღოდა წინ. სკოლები და ბიზნესები დაკაში დაკეტილია. მიტინგის ირგვლივ მთელი დღის განმავლობაში ათასობით სამართალდამცავი იმყოფებოდა, რომლებიც წესრიგის დაცვას ცდილობდნენ.

აქციის ორგანიზატორი -ბანგლადეშის ნაციონალისტური პარტია- მთავრობის მორიგ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ახალი განკარგულებით ქვეყნის დედაქალაქი ორ ადმინისტრაციულ ზონად უნდა დაიყოს. ხელისუფლება ამ ნაბიჯს 10-მილიონიანი ქალაქის მართვის გაუმჯობესების აუცილებლობით ხსნის.

XS
SM
MD
LG