დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატს პარასკევს ადამიანებით დატვირთული ათობით სატვირთო მანქანა ტოვებდა.
მონიტორებისა და თვითმხილველების განცხადებით, ორდღიანი ევაკუაციისას, ათასამდე ადამიანმა სოფელ ბაღუზიდან გამოაღწია. აშშ-ის მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები ადგილობრივებს აფრთხილებენ, რომ კარვებში, დანგრეულ შენობებსა და მიწისქვეშა ტუნელებში გამოსვლისთვის მოსამზადებლად, კიდევ ექვსი ათასამდე ადამიანია შეკრებილი.
სამოქალაქო პირთა ევაკუაციის ძალისხმევა და ტერიტორიის გათავისუფლება დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბოლოო ოპერაციის განსახორციელებლად, მეამბოხეებთან მიმდინარე მოლაპარაკებებმა შეაყოვნა.
Facebook Forum