სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მომხრეები დარწმუნებით აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლებას შესწევს ძალა შეერთებული შტატების ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას გაუმკლავდეს, და უარყოფენ იმას, რომ ასადის ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამერიკის ხმის ახლო აღმოსავლეთის ბიუროს კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი ამ თემაზე მოგვითხრობს.
დამასკოს მცხოვრებლები იმ აზრს ეგუებიან, რომ ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში ნებისმიერ დროს შეიძლება მიიტანოს.
თუმცა ნალა ენსა, რომელიც დამასკოს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეა, ამბობს რომ ბევრი ამ საშიშროებას მომზადებული ხვდება.
ნალა ენსა: ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ სამხედრო დარტყმები შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს, ამის გამო ისინი მაღაზიებს მიაწყდნენ და პროდუქტს იმარაგებენ. თუმცა მას სირიელი სამხედროების , ქვეყნის ინსტიტუციონალური და სამოქალაქო საზოგადოებების იმედი აქვს, რომლებიც მისი განცხადებით სრულად არიან მობილიზებულნი.
ყოველთვის რთულია დამასკოს ქუჩებში ხალხთან გასაუბრება. მათ უმრავლესობას კარგად ესმის, რა შეიძლება მოყვეს ასადის რეჟიმის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ განცხადებას. იმის მიუხედავად, რომ მაინც ფიქრობენ რომ არსებული სიტუაციის ფონზე რეპრესიები შენელდება, მაინც ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს გახსნილად მიკროფონის წინ.
თუმცა ორ წელიწადნახევრის მანძილზე მიმდინარე რელიგიური, სექტანტური დაპირისპირების ფონზე, რომელშიც ალ ყაიდასთან დაკავშირებული ძალებიც მონაწილეობენ, მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურები არიან.
შეერთებული შტატების ქმედებების მიმართ კი საწინააღმდეგოდ განწყობილნი.
დამასკოს სტრატეგიული სწავლების ცენტრის დირექტორი ბასამ აბუ ამ თემაზე საუბრობს.
ბასამ აბუ: მზად ვართ საკუთარი ქვეყანა დავიცვათ. სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ჩანდა, რომ არ აქვთ ზუსტი მონაცემები ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ დანარჩენი მსოფლიო დაარწმუნონ, რომ სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოსცადა. ეს არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს, და საზოგადოებრივი აზრი შეცდომაში შეყავთ, ისე როგორც ეს იყო 2003 წელს.
2003 წელს ამერიკამ ომი ერაყში დაიწყო. რისი საფუძველიც სადაზვერვო სამსახურის მცდარი ინფორმაცია გახდა.
პროფესორი ისა ამბობს, რომ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო.
ნალა ენსა: ამერიკა რასაც ჰუმანიტარულ ინტერვენციას უწოდებს, სირიისთვის ეს საერთოდ არ ნიშნავს ჰუმანიტარულ დახმარებას, და ეს არაეთიკურია. ამას გამართლება არ აქვს, ამან მხოლოდ შეერთებული შტატების მიზნები და ინტერესები გამოკვეთა.
ანალიტიკოსი აბუ აბდულა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართ გარკვეულ სიმპათიებს გამოხატავს. მისი აზრით ობამა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ზეგავლენის ქვეშ მოექცა, მათ შორის არის სირიის მტერი ისრაელი.
აბუ აბდულა: სიტუაცია რთულია, ვინაიდან ობამა აცხადებს, რომ ომების ერა დასრულდება. და ის ომის წინააღმდეგია, თუმცა ახლა ახალი ომისთვის ემზადება. როგორც ჩანს მის წინააღმდეგ ლობისტური ჯგუფების ზეწოლა ხდება.
თუმცა ის ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები მაინც შეზღუდულ ქმედებებს განახორციელებს, მაინც შიშობს, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, და ომის ერა ისევ დაბრუნდება.
აბუ აბდულა: ამერიკას კარგად უნდა ახსოვდეს ერაყი, ავღანეთი და ვიეტნამი. სირიის საკითხი გაცილებით რთულად დგას, რადგან ის მარტო არ არის. მას თავისი მეკავშირეები ჰყავს.
ის მეკავშირეებში სირიის მხარდამჭერ ლიბანურ „ჰესბოლას“ გულისხმობს. მხარდამჭერებს შორის ასევე არიან რუსეთი და ირანი. მისი თქმით ამერიკა ბევრი სიურპრიზის მოწმე გახდება.