ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვისაც წაუყენეს


აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც გუშინწინ თბილისიდან გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ ბრალი წარუდგინა.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპოდენტი იუწყება ბაქოდან, მას სისხლის სამართლის კოდექსის 315.1 მუხლის დარღვევაში ანუ სამართალდამცავებისთვის ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევაშიც ადანაშაულებენ.

აქამდე მას აზერბაიჯანის პროკურატურა საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდისთვის სდებდა ბრალს.

ჟურნალისტი 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით ის ბაქოში აღმოჩნდა. როგორც მან ადვოკატს აცნობა, ის თბილისის ცენტრში დააკავეს, რამდენიმე ავტომობილის გამოცვლის შემდეგ კი აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის ნაცემია და სავარაუდოდ დაზიანებული აქვს ნეკნი. მუხთარლი ამბობს, რომ მის დაკავებაში ქართველი სამართალდამცველებიც მონაწილეობდნენ.

მას შემდეგ, რაც მუხთარლის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ, ასევე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ლეილა მუსტაფაევამ პოლიციას აცნობა, შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG