ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა მალკომ ტურნბულმა უარი თქვა დააკანონოს ქვეყანაში სათბურის გაზების ემისიის მინიმუმამდე დაყვანის გეგმა.
ავსტრალიამ 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატური ცვლილებების სამიტზე, ეგრეთწოდებულ, პარიზის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შეთანხმება, 2005 წელთან შედარებით, 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიის 26 პროცენტით შემცირების ისახავს მიზნად.
ტურნბული გეგმავდა ემისიების შემცირების გეგმა "ეროვნული ენერგეტიკული გარანტიის" კანონში შეეყვანა და მასთან ერთად მიეღო. თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ემისიების ნაწილის განხილვა გადაიფიქრა, რადგან წარმომადგენელთა პალატა მას ხმას არ მისცემდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი აბოტი, რომელიც კონსერვატიული ოპოზიციის ლიდერია, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ყურადღება ელექტროენერგიის მზარდ ფასებზე უნდა გაამახვილოს.
შიდა უთანხმოებას სპეკულაციები მოჰყვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პიტერ დატონი პრემიერ-მინისტრ ტურნბულს ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის შეებრძოლება. ამ მოსაზრებას ორივე მათგანი უარყოფს.
ამ ფონზე, ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიას ამომრჩეველთა 55 პროცენტი უჭერს მხარს, მმართველ ლიბერალურ პარტიას კი 45. ავსტრალიაში შემდეგი არჩევნები მომავალი წლის მაისშია დაგეგმილი.
Facebook Forum