ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის "ATAMCS"-ების გადაცემას განიხილავს


ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების მიწოდებას განიხილავს, რომლებიც კასეტურ ბომბებს იყენებს. აღნიშნულზე საუბრობს ოთხი ამერიკელი ოფიციალური პირი, ახალი ამბების სააგენტო "როიტერთან".

ბოლო თვეებში 155 მმ-იანი საარტილერიო კასეტური საბრძოლო მასალის წარმატების შემდეგ, ვაშინგტონი განიხილავს არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) უკრაინისთვის გადაცემას, რომლებსაც შეუძლიათ 306 კილომეტრამდე რადიუსის მიღწევა და მართვადი მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემის (GMLRS) მიწოდება, რომლებსაც 72კილომეტრის დიაპაზონი აქვს და კასეტურ ბომბებს იყენებს. GMLRS სარაკეტო სისტემას შეეძლება 404-მდე კასეტური საბრძოლო მასალის გასროლა და უკრაინას რამდენიმე თვეა არსენალში GMLRS სისტემის ვერსია აქვს.

ბაიდენის ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში განიხილავდა ATACMS-ის მიწოდებას. თუმცა თეთრი სახლი ყოყმანობდა დაპირისპირების ესკალაციის შიშებიდან გამომდინარე. იმ ფონზე, როცა ფრონტზე უკრაინას მცირედი პროგრესი აქვს, ვაშინგტონს სურს დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს კონტრშეტევის გადამწყვეტ მომენტში, განუცხადა სააგენტო „როიტერს“, ორმა წყარომ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG