ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაგეგმილ სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიიწვიეს.
როგორც გაეროს სპიკერმა დღეს განაცხადა, გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება მის სპეციალურ წარმომადგენელ სტეფან დემისტურას სთხოვა.
ასტანაში გასამართ შეხვედრებში სირიის კონფლიქტის დასრულებაზე სირიის მთავრობა, თურქეთი, რუსეთი და სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები იმსჯელებენ. მოლაპარაკებების მიზანი სირიის ექვსწლიანი კონფლიქტის დასრულებაა.