ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა ჩაატარა


სამხრეთ კორეამ გამოაცხადა, რომ ოთხშაბათს, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება მოახდინა. მათ შორის ერთი, როგორც ჩანდა, საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტა იყო.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს გაფრთხილება, რომ აზიაში ბაიდენის ვიზიტის დროს ან დაახლოებით იმავე დროს, ჩრდილოეთ კორეას შეეძლო შორის რადიუსის რაკეტების გაშვება ან ბირთვული გამოცდაც კი. ბაიდენის ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეამ გამოცდებისგან თავი შეიკავა, მაგრამ იაპონიიდან მისი გამგზავრებიდან სულ 12 საათის შემდეგ, რაკეტების გაშვების სერიას მიმართა.

სამი გაშვებიდან ერთი წარუმატებელი აღმოჩნდა.

გამოცდების პასუხად, სამხრეთ კორეამ სამხედრო წვრთნა ჩაატარა, რომელშიც 30 ავიაგამანადგურებელი F-15K მონაწილეობდა. აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ამასთან ერთად, დედამიწა-დედამიწა ტიპის რაკეტის გაშვებაც მოახდინეს.

ჩრდილოეთ კორეამ წელს რაკეტების გაშვების 17 რაუნდი ჩაატარა. მარტში, პირველად ხუთი წლის განმავლობაში, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვება მოახდინა.

აშშ-მ, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება დაგმეს და აღნიშნეს, რომ ეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს, მაგრამ ჩინეთმა და რუსეთმა პირიქით, შეერთებული შტატები გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ დათმობებზე უარს ამბობს.

XS
SM
MD
LG