მეხიკოს ოფიციალურ პირთა განცხადებით ქვეყნის ჩრდილოეთში ქალაქ მონტერეისთან მდებარე აპადაკას ციხეში პატიმრებმა მასობრივი არეულობა მოაწყვეს. კვირას დილით დაცვას და პატიმრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ამბოხმა იფეთქა, რომლის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა.
ციხეზე კონტროლის აღდგენა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოხერხდა. ინფორმაციის დასაზუსტებლად ციხის შემოგარენში ასობით პატიმრის ნათესავმა და ახლობელმა მოიყარა თავი.
მსგავსი ამბოხი მექსიკური ციხეებისთვის უცხო არ არის. ძალიან ხშირად მსგავსი დაპირისპირება სხვადასხვა ძლევამოსილი ნარკო-კარტელების წევრებს შორის ხდება. გასულ თვეში ანალოგიურ ამბოხს, რომელიც ასევე ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ ციხეში მოხდა, 31 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.
ჩრდილოეთ მექსიკის სასაზღვრო რეგიონი ნარკოტიკებით მოვაჭრეთა მხრიდან არნახული ძალადობით გამოირჩევა. 2006 წლის შემდეგ რეგიონში ათობით ათასი ადამიანია დაღუპული.