ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ტიბეტელი მონაზონი დაიღუპა


ჩინეთში ტიბეტელი მონაზონი დაიღუპა
ჩინეთში ტიბეტელი მონაზონი დაიღუპა

ეს მონაზონთა თვითდაწვის უკვე მე-19 შემთხვევაა

შაბათს მომხდარი თვითდაწვის აქტის შემდეგ 18 წლის ტიბეტელი ბუდისტი მონაზონი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა, კვირას ჭრილობების გართულებით გარდაიცვალა.

აქტივისთა ჯგუფი სახელწოდებით "თავისუფლება ტიბეტს" სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც მონაზონის უკანასკნელი დღეა აღწერილი. ცეცხლის მოკიდებამდე ის ჩინეთის მთავრობის საწინააღმდებო ლოზუნგებს გაჰყვიროდა.

ტიბეტელი აქტივისტების თქმით ეს ფაქტი ერთი წლის მანძილზე მონაზონთა თვითდაწვის უკვე მე-19 შემთხვევაა. მათ შორის სულ ცოტა 12 ტიბეტელია დაღუპული, აცხადებენ ისინი.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ანტი-ჩინური განწყობები ტიბეტის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრობს, რაც 2008 წლის შემდეგ პირველად ხდება. ჩინეთის ხელისუფლება ამ ფაქტში დალაი ლამას ადანაშაულებს, ტიბეტის სულიერ წინამძღოლს, რომელიც უცხოეთში დევნაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG