ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დიდი მსხვერპლია


სირიაში დიდი მსხვერპლია
სირიაში დიდი მსხვერპლია

უცხოელი დამკვირვებლების პირველი ჯგუფი სირიაში ხუთშაბათს ჩავა

სირიელ აქტივისტთა განცხადებით სამთვრობო ძალებმა სულ ცოტა 49 მშვიდობიანი მოსახლე და რამდენიმე ათეული გადამდგარი ჯარისკაცი გამოასალმეს სიცოცხლეს. მათი თქმით, სირიაში გაზაფხულზე დაწყებული ამბოხის შემდეგ ეს სამშაბათი ყველაზე სისხლიანი დღე იყო.

სირიელმა დამკვირვებლებმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტ ასადის არმიამ იდლიბის პროვინციის სოფელ ქაფრუდს ალყა დილიდან შემოარტყა. მოგვიანებით უსაფრთხოების ძალებმა ადგილობრივი მეჩეთის წინამძღვარს თავი მოკვეთეს. რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, ასამდე მშვიდობიანი მოქალაქე კი დაიჭრა.

ქვეყანაში დამოუკიდებელი დამკვირვებლების და უცხოელი ჟურნალისტების არყოფნის გამო აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება არ ხერხდება.

არაბული ლიგის ოფიციალური პირების განცხადებით უცხოელი დამკვირვებლების პირველი ჯგუფი სირიაში ხუთშაბათს ჩავა. მასში გაერთიანებულნი იქნებიან ექსპერტები ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და სამართლის დარგებში.

XS
SM
MD
LG