აშშ სახელმწიფო მდივანი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მომავალ კვირას გაემგზავრება და ლიბიის კონფლიქტის ირგვლივ დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
სამშაბათს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 9 ივნისს კლინტონი ლიბიის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრება.
მაისის დასაწყისში, 22 სახელმწიფოს საკონტაქტო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება ლიბიელ მეამბოხეთა დასახმარებელი ფონდი დააარსოს. დახმარება სურსათს, მედიკამენტებს და სამხედრო მოწყობილობებს შეიცავს.