20 ივნისს, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ვაშინგტონის წარმომადგენლობაში გაიმართა შეხვედრა თემაზე HYPERLINK "http://www.soros.org/initiatives/washington/events/georgia-post-war-reconstruction-20110620" „საქართველოს ომისშემდგომი აღმშენებლობა: რამდენად ეფექტურია უცხოური დახმარება?“
შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ HYPERLINK "http://www.osgf.ge/" ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი ირინა ლაშხი, HYPERLINK "http://www.eprc.ge/?lang=geo" ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ეგვენიძე. დისკუსიას უძღვებოდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი ევრაზიის საკითხებში ჯეფ გოლდშტეინი.
მომხსენებლებმა მიმოიხილეს ის, თუ როგორ დაიხარჯა ომისშემდგომ პერიოდში სხვადასხვა დონორი ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საქართველოსთვის კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი 4.5 მილიარდი დოლარი.
გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ მართალია დახმარების პაკეტი საკმაოდ ეფექტურად დაეხმარა ქვეყანას კრიზისის დაძლევაში, განსაკუთრებით კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩანაცვლების კუთხით, დახმარების გამოყენების პროცესში ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა აღმოაჩინეს დარღვევები როგორც ტექნიკური ხასიათის ისე არაეფექტურობის თვალსაზრისითაც.
უფრო დაწვრილებით შეხვედრის შესახებ ჩვენს ხვალინდელ რადიოგადაცემაში შეიტყობთ.