გასულ წელს ირანში დაკავებული 3 ამერიკელი მოგზაურის მშორბლებმა, შვილები პირველად ნახეს.
დღეს ირანის სახელმწიფო ტელევიზია თეირანის სასტუმროში მშობლების შვილებთან შეხვედრის ამაღელვებულ კადრებს პირდაპირი ეთერით გადასცემდა.
დაკავებულმა გოგონამ აღნიშნა რომ მათ კარგად ექცეოდნენ, მაგრამ დანარჩენი ორისგან ის განცალკევებულ საპატიმროში იყო და ეს არც თუ ისე ადვილი იყო მისთვის.
ამერიკელი ახალგაზრდები, რომელბიც ირანში ერაყიდან მოხვდნენ, გასული წლის ივლისში, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ისინი ჯერ კიდევ ირანის საპატიმროში რჩებიან.