ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

16 მარტს ნატოს შტაბბინაში SDR -ის განხილვა შედგა


2009 წელს კი ნატოს რეკომენდაციის გათვალისწინებით და 2008 წლის აგვისტოს ომიდან მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ ეროვნული უშიშროების მიმოხილვის დოკუმენტი შეიმუშავა.

2012 წლის 16 მარტს ნატოს შტაბბინაში თავდცაცვის სტრატეგიული მიმოხილვის განხორციელების გეგმის(SDR) განხილვა შედგა. განხილვა ნატო საქართველოს კომისიის ფორმატის ფარგლებში, ნატოს 28 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად განხორციელდა. საქართველოს მხარე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ნოდარ ხარშილაძემ წარმოადგინა.

მიმდინარე წელს ჩატარებული თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის მთავარი პრინციპია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვა და შემდგომ 2016 წლამდე მათი განხორციელება. ეს კი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის რეალიზაციის გეგმის ფარგლებში მოხდება.

პირველი სტრატეგიული მომოხილვის გეგმა საქართველომ 2007 წელს გამოაქვეყნა.

მოგვიანებით, 2009 წელს კი ნატოს რეკომენდაციის გათვალისწინებით და 2008 წლის აგვისტოს ომიდან მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ ეროვნული უშიშროების მიმოხილვის დოკუმენტი შეიმუშავა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო SDR-ის გავითარებას სწორედ ეროვნული უშიშროების მიმოხილვის დოკუმენტის ფარგლებში ახორციელებს.

სტრატეგიული მიმოხილვის გეგმა სხვადასხვა სააგენტოებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის ფონზე განვითარდა და დაიხვეწა.

SDR- ში თავდაცვის ფარგლებში მიმდინარე სამხედრო ძალების განვითრებისა თუ გარდასახვის პროცესის გადახედვა და შეფასება ხდება. ეს დოკუმენტი თავდაცვის განვითარების ხელშესაწყობად სტრატეგიულ მიმართულებას სახავს. მისი მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების მაქსიმალურად გაწვრთნა და საერთაშორისო სტანდართებთან დაახლოება, რათა შემდგომ საქართველოს ჯარი ნებისმიერ პოტენციურ გამოწვევას უპრობლემოდ გაუმკლავდეს.

დოკუმენტში ასევე ლოგისტიკური და საკომუნიკაციო სისტემების ქმედუნარიანობა ფასდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ნოდარ ხარშილაძის გადმოცემით, დღეს წარდგენილ და 2007 წელს შემუშავებულ დოკუმენტებს შორის არსებითი ცვლილებები დაფიქსირდა.ცვლილებები შეეხო ისევე როგორც მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის საკითხს, ასევე ეროვნული თავდაცვის სფეროსაც.

თუ 2007 წლის დოკუმენტში იყო მცდელობა, რომ რუსეთთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში ყოფილიყო დანახული, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აგრესორის როლი ითამაშა, ამ კუთხით პოზიტივზე საუბარი რთული და ფაქტობრივად წარმოუდგენელი გახდა.

ასევე აღსანიშნავია რომ ახალ დოკუმენტში მეტი დატვირთვა ენიჭება ეროვნული თავდაცვის საკითხს. ეს კი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ დოკუმენტის პირველი ვარიანტის შედგენისას საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად ოკუპირებული რუსეთის მხრიდან.

ნოდარ ხარშილაძის გადმოცემით, დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გარანტიები, რომ ნატო შემუშავებული პროექტის განხორციელებაში საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ეს არის მასშტაბური პროექტი,რომელიც ხორციელდება ისეთ დიდ ქვეყნებში,როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

ამ პროექტის წარმატებულად განხორციელება ქვეყნის უსაფრთხოების პირდაპირპროპორციულია.

XS
SM
MD
LG