ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს გაეროში ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გაიხსნა


აშშ პრეზიდენტი ობამა და ლიბიის გარდამავალი საბჭოს მეთაური მუსტაფა აბდელ ჯალილი, ნიუ იორკი, 20 სექტემბერი, 2011
აშშ პრეზიდენტი ობამა და ლიბიის გარდამავალი საბჭოს მეთაური მუსტაფა აბდელ ჯალილი, ნიუ იორკი, 20 სექტემბერი, 2011

პრეზიდენტი ობამა ნიუ იორკში გუშინ ჩავიდა და მან ოფიციალური შეხვედრების მთელი სერია გამართა

პოსტ-კადაფისტური ლიბიის, პალესტინის სახელმწიფოებრიობის და არაგადამდებ დაავადებათა პრობლემის განსახილველად ემზადება.

სამშაბათის დღის წესრიგში მთავარ საკითხად ლიბიის გარდამავალი პერიოდის პოლიტიკა დგას. პრეზიდენტი ობამა მსოფლიოს დანარჩენ ლიდერებთან ერთად ლიბიის აღმშენებლობის საქმეში დახმარების მომავალ გზებს დასახავს.

66-ე სესიაზე ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუც ჩამოდის და მიზნად გაეროში პალესტინის გაწევრიანების დაბლოკვას ისახავს. პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოხსენებას პარასკევს გააკეთებს.

პრეზიდენტი ობამა ნიუ იორკში გუშინ ჩავიდა და მან ოფიციალური შეხვედრების მთელი სერია გამართა. მომავალ დღეებში ის ლიბიის გარდამავალი მთავრობის ლიდერს, მუსტაფა აბდულ ჯალილს, შეხვდება. ამერიკის პრეზიდენტი ასევე გეგმავს მსოფლიოს უახლესი ქვეყნის, სამხრეთ სუდანის, პრეზიდენტთან, ისრაელის პრემიერთან და სხვა მრავალ ოფიციალურ პირთან შეხვედრას. ბატონი ობამა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებას ხვალ გააკეთებს.

Europe Economy/World Economy1383413/1395865

დღეს საღამოს საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ მოსმენათა მეორე რაუნდია დაგეგმილი. ქვეყნის ფინანსთა მინისტრი -ევანგელოს ვენისელოსი- საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის და ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალურ პირებს ხვდება. ფინანსური ავტორიტეტები ოფიციალურ ათენს სამთავრობო ბიუჯეტის შეკვეცას და ათასობით საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვას ურჩევენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ევროპის წლევანდელ ეკონომიკურ ზრდას უარყოფით შეფასებას აძლევს და აცხადებს, რომ ევროპა საბიუჯეტო კრიზისის გადაწყვეტას ვეღარ მოახერხებს. მსოფლიო ეკონომიკის ოთხპროცენტიანი ზრდა მომავალ წელს ძირითადად განვითარებადი ქვეყნების, ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის, ხარჯზე მოხდება.

მსოფლიოში უდიდესი ამერიკის ეკონომიკა 1, 8 პროცენტით გაიზრდება, რაც წლევანდელს მხოლოდ 0,3 პროცენტით აღემატება. ფონდის მთავარი ეკონომისტის, ოლივერ ბლანშარდის, თქმით ევროზონის ეკონომიკაც მომავალ წელს მხოლოდ 1, 1 პროცენტით გაიზრდება, რაც მათ მიერ ივნისში გაკეთებულ პროგნოზებზე კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელია.

Yemen.1395675 /Yemen Clashes.1391497

იემენის დედაქალაქ სანააში სახელისუფლებო ძალებს და ოპოზიციურად განწყობილ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა. ინციდენტში ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

დემონსტრაციათა მონაწილეებს და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება სამი დღის წინ დაიწყო და მათში 60 ადამიანზე მეტია მოკლული. თვითმხილველთა განცხადებით დედაქალაქში დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ მძიმე არტილერია იქნა გამოყენებული.

სანააში დაფუძნებული იემენის კვლევების ამერიკული ცენტრის წარმომადგენელი სტივენ სტეინბეიზერის თქმით:

„ბრძოლა გუშინ გვიან ღამით ჩვენს ოფისთან ძალიან ახლოს დაიწყო. შენობა საავადმყოფოს გვერდით მდებარეობს. ახლა ამ ტერიტორიას პრეზიდენტის მხარდამჭერები აკონტროლებენ.“ (ციტატის დასასრული)

იემენის ჯარი ამჟამად ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი პრეზიდენტს უჭერს მხარს, ხოლო მეორე კი გენერალ -ალი მოსენ ალ ამარს- რომელიც ოპოზიციის მხარეს რამდენიმე თვის წინ გადავიდა.

Syria.1396127

დღეს სირიის უშიშროების ძალებმა ცენტრალურ რეგიონ ჰომსში ხელახალი რეიდი მოაწყვეს. აქტივისტების ცნობით ყველაზე ცოტა 2 ადამიანია მოკლული. ძალადობის მორიგი ტალღა იქ გუშინ დაიწყო. ორშაბათს ჰომსში 5 ადამიანი დაიღუპა.

სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ ქვეყანაში ეროვნული დიალოგის ახალი, ფართომაშტაბიანი რაუნდი დაიწყო. მისი მიზანი თანამედროვე სირიის მშენებლობისთვის სამთავრობო რეფორმების პროექტის შემუშავებაა. სააგენტო „სანას“ თქმით ახალ სესიაში მონაწილეობას იღებენ ქვეყნის როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიტიკური და რელიგიური წარმომადგენლობები. ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებათა მიღმა დარჩნენ.

XS
SM
MD
LG