ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართა


ობამამ კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართა
ობამამ კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართა

ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მიდგომა უმუშევრობის პრობლემისადმი წარმოადგენს დაბალანსებულ გეგმას და დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად. ეს გეგმა, პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების შეკვეცის, ჯანდაცვის პროგრამების მოდიფიცირების და საგადასახადო კოდექსის შესწორების ხარჯზე განხორციელდება.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ რიგითი ამერიკელი ოჯახის ბიუჯეტში წლის ბოლოს $1500 შევა და მშენებლობის და განათლების სფეროებში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

ობამამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამების შეკვეცა თანდათანობით მოხდება, რათა ნეგატიური ეფექტი მოულოდნელად არ დაეტყოს ეკონომიკას. ამასთან, მთავრობას ხელი შეეშლება მცირე ბიზნესის დახმარების საქმეში.

როგორც ცნობილია, რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან მდიდარი ამერიკელებისთვის დაწესებული გადასახადების ზრდას. პრეზიდენტმა ამ საკითხში განაცხადა, რომ ამერიკაში ისეთი საგადასახადო კოდექსი უნდა არსებობდეს, რომელიც ყველას საკუთარი წილი გადასახადების გასტუმრებას დაავალდებულებს.

ობამამ საკანონმდებლო ორგანოს ლიდერებს მოუწოდა არსებულ კრიზისთან ბრძოლის მიღმა, ეკონომიკის აღმშენებლობაზე ზრუნვა დაიწყონ.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს ამერიკის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

XS
SM
MD
LG