ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჰილარი კლინტონის განცხადებაში ვკითხულობთ: "ამერიკის პრეზიდენტისა და ხალხის სახელით, მოხარული ვარ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საუკეთესო სურვილები გავუგზავნო ქართველ ხალხს.

ამერიკას და საქართველოს, საერთო ღრებულებებზე და ინტერესებზე დაყრდნობით, დინამიური პარტნიორობა აკავშირებთ. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტ. ჩვენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში ვეხმარებით.

ჩვენი ქვეყნები მსოფლიოში თავისუფლების გავრცელებას უჭერენ მხარს. ამერიკა განსაკუთრებით ემადლიერება საქართველოს ავღანეთში დისლოცირებული ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ჩვენს მხარდამხარ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზრუნავენ.

საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მეოცე წლისთავზე, ჩვენ ორ ქვეყანას და ხალხს შორის კავშირებს აღვნიშნავთ. ამერიკა ხაზს უსვამს მის გადაწყვეტილებას ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაღრმავდეს. ქართველებს მთელს მსოფლიოში მშვიდობიან და წარმატებულ წელს ვუსურვებ.

XS
SM
MD
LG