ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ვაშინგტონში ჯორჯ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრში გამოსვლისას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოში წევრობის პერსპექტივას იმ რეფორმების ფონზე, რომელიც ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს.
“წარმატებით განხორციელებული რეფორმები შესაძლებლობას იძლევა საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებამდეც გახდეს, - ” განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ და იქვე დასძინა რომ თავად ჩრდილო-ატლანტიკური ქვეყნის ლოდერები მახარს უჭერენ ნატოში საქართველოს გაწევრიანებას; ამის დასტურად მან ბუქარესტის სამიტი, სტრასბურგისა და ლისაბონის სამიტის მაგალითებიც მოიშველია.
ვიცე-პრემიერი ვარაუდობს რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას რამდენიმე წელი დასჭირდება.
“განსაკუთრებული მაღალი “თამასის” გამო, ალიანსში გასაწევრიანებლად, ქვეყანას 2-3 წელი მაინც დასჭირდება. ამ ყველაფერში კი საქართველოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, წარმატებით განხორციელებული სასამართლო რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის შესაძლებლობა დაეხმარება”.
პარალელურად კი, საქართველოსათვის მნიშვნელოვანი იქნება, ნატოს მოახლოებული ჩიკაგოს სამიტი, რომელზეც მიღებულ დოკუმენტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.