ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბერს ფლორიდაში ყურანს დაწვავენ


11 სექტემბერს ფლორიდაში ყურანს დაწვავენ
11 სექტემბერს ფლორიდაში ყურანს დაწვავენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ფლორიდის ერთ-ერთი ევანგელისტური ეკლესიის მრევლის მიერ 11 სექტემბერს ყურანის დაწვის აქციას სასირცხვილო უწოდა. კლინტონმა ეს განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტში საგანგებოდ გამართულ ვახშამზე, რომელზეც აღნიშნეს რამადანის მარხვის პერიოდში მარხვის საღამოობით გახსნილება - იფტარი. ამ ფონზე ავღანეთში აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაურმა დეივიდ პეტრეუსმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გაფრთხილება გააკეთეს იმის თაობაზე, რომ ყურანის დაწვის აქცია დასავლელ სამხედრო მოსამსახურეებს საფრთხეს შეუქმნის. როგორც ამ ეკლესიის პასტორმა ტერი ჯონსმა განაცხადა იგი უწყის იმას თუ რამდენად სერიოზული საშიშროება ექმნება ამით უხცოეთში ამერიკელებს, მაგრამ მიუხედავად ამისა მან და მისმა მრევლმა მიიღეს გადაწყვეტილება მაინც ჩაატარონ ეს აქცია.

XS
SM
MD
LG