ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეფლის" დამფუძნებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა


"ეფლის" დამფუძნებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა
"ეფლის" დამფუძნებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა

56 წლის ასაკში გარდაიცვალა "ეფლის" დამფუძნებელი და კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი.

ტექნოლოგიური კომპანიის ლეგენდა 2003 წლიდან პანკრეასის სიმსივნეს ებრძოდა. თირკმლის ტრანსპლანტაცია მას 2009 წელს გაუკეთეს.

თავის ვებ-გვერდზე "ეფლმა" გაავრცელა განცხადება სადაც აღნიშნულია, რომ "კომპანიამ ნამდვილი შემოქმედი და გენიოსი, მსოფლიომ კი განსაკუთრებული ადამიანი დაკარგა. იმ ადამიანებს კი,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში,-რომლებსაც წილად ხვდა ბედნიერება სტივთან ერთად ემუშავათ, ნამდვილი მეგობარი და მენტორი დააკლდება."

ჯობსის გარდაცვალების მიუხედავად, კომპანია "ეფლი" აცხადებს, რომ ჯობსის სული მუდამ იქნება "ეფლის" არსებობის ფუნდამენტი.

XS
SM
MD
LG