მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მომავალი დირექტორის კანდიდატურაზეც იმსჯელებენ.
ევროპელები ამ პოსტზე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს ქრისტინ ლაგარდს ლობირებენ. ეს თანამდებობა ტრადიციულად ევროპელს უკავია.
ექსპერტები თვლიან, რომ ლაგარდის წარმატებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის მხარდაჭერის მოპოვება.
ამ ფონზე, ტუნისის და ეგვიპტის პრემიერ მინისტრები შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ფართემასშტაბიან დახმარებას მოითხოვენ.
ლიდერები ასევე განიხილავენ ლიბიაში შექმნილ სიტუაციას და ნატოს სამხედრო კამპანიას.
შეხვედრის დაწყებამდე, ანტი-გლობალისტებმა ქალაქ ლე-ავრში დიდი საპროტესტო მანიფესტაცია გამართეს.
საფრანგეთი ამჟამად დიდი ოცეულის მეთაურია, რაც პრეზიდენტ სარკოზის საშუალებას აძლევს საპრეზიდენტო არჩევნების წინ უფრო გაიმყაროს საკუთარი იმიჯი. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ფრანგ ამომრჩეველს სამუშაო ადგილების არქონა და ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობა აწუხებს.