ტროპიკული ქარიშხალი მეარის გამო ფილიპინების დედაქალაქ მანილასა და მის შემოგარენში გრძელდება გადაუღებელი წვიმები.
ფილიპინების ხელისუფლების განცხადებით, 15 ადამიანია უგზოუკვლოდ დაკარგული. სტიქიური უბედრურების ზონა კი 75 000-მა ადამიანმა დატოვა.
10 მეთევზიდან, რომლებიც ღია ზღვაში იმყოფებოდნენ ჯერჯერობით მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა.
ძლიერი ქარიშხალი ამჟამად ფილიპინების ჩრდილოთისკენ მიემართება. ქარის სიძლიერე საათში 105 კილომეტრს აღწევს.