მექსიკის პოლიცია აცხადებს, რომ 15 გვამი იპოვნეს ქალაქ აკაპულკოში. პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, 15 გვამიდან 14-ს თავი მოკვეთეს.
ბოროტმოქმედებმა გვამებთან წერილი დატოვეს.
წერილის თანახმად, მოკლულები მექსიკაში ცნობილ ნარკობიზნესში იყვნენ გახვეულები და კრიმინალური დაჯგუფების ელ ჩაპოს ბიზნესში გარევასა და ხელის მოთბობას ცდილობდნენ.
2006 წლის დეკემბრიდან მოყოლებული მექსიკაში 30, 000 ადამიანი შეეწირა ქვეყნის პრეზიდენტის ფელიპე კალდერონის ნატი ნარკოტიკულ კამპანიას.