ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში შეტაკებები განახლდა


იემენში შეტაკებები განახლდა
იემენში შეტაკებები განახლდა

ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით ექვსი ადამიანი დაიღუპა

ოპოზიცია პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომას მოითხოვს, სალეჰი კი ოპოზიციას და მოსახლეობას მშვიდობიანი დიალოგისკენ მოუწოდებს, რათა ამით ქვეყანაში დაწყებული კრიზისი დასრულდეს. თვითმხილველთა თქმით, ორშაბათს დედაქალაქ სანააში მომხდარი შეტაკების დროს, უშიშროების ძალებმა ერთი დემონსტრანტი მოკლეს და რვა დაჭრეს.

ოპოზიციის ერთერთი წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთში მთავრობის ძალებმა ერთერთ ქალაქი დაბომბეს რის შედეგადაც ოჯახის 5 წევრი დაიღუპა. პრეზიდენტ სალეჰის განცხადება კი გუშინ ქვეყნის გაზეთებმა გაავრცელეს. გუშინ სალეჰის მმართველობის 33 წლისთავი შესრულდა. მან მოსახლეობას და ოპოზიციას სიმშვიდისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა. სალეჰი საუდის არაბეთში მკურნალობს, მას შემდეგ, რაც ის სასკუთარ რეზიდენციაში ბომბის აფეთქების შედეგად დაიჭრა.

XS
SM
MD
LG