ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


3 აპრილს ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი შედგა.

გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ ნატოს ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - ჩიკაგოს სამიტი- ახლოვდება,დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე კომენტარები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ამასთანავე ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომლის დროსაც საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს მიმართა.

პრესკონფერენცია გენერალურმა მდივანმა გახსნა. მან გაიხსენა ბათუმში გამართული უკანასკნელი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენთტან და აღნიშნა, რომ მოხარულია უმასპინძლოს პრეზიდენტს ახლა უკვე ნატოს შტაბბინაში.

"ეს შეხვედრა დასტურია იმისა რომ ჩვენი დიალოგი გრძელდება და ღმავდება"-დასძინა რასმუსენმა.

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას აისაფის ოპერაციაში და განაცხადა რომ საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, რისთვისაც ალიანსი ამ ქვეყნის უზომოდ მადლიერია.

"ქართველი ჯარისკაცების ღვაწლი უზარმაზარია, ისინი თავდაუზოგავად იბრძვიან ავღანეთში ნატოს ჯარებთან ერთად"-თქვა ნატოს გენერალრმა მდივანმა.

რასმუსენმა დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა რომ ნატო - საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ ავღანეთით არ შემოიფარგლება.

"ალიანსი პატივს ცემს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა"-თქვა რასმუსენმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა 2008 წლის ბუქარესტის სამიტი სადაც დაფიქსირებულ იქნა რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება."ეს გადაწყვეტილება ძალაშია"-დასძინა რასმუსენმა.

მან აქვე ხაზი გაუსვა რომ ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანას გარკვეული აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოეთხოვება.

რასმუსენმა განაცხადა რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს.

გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე რომ ალიანსი არ აღიარებს საქართველოს რეგიონებში, კერძოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს.

"საქართველო არის მოდელი ერთგულების და ალიანსთან თანამშრომლობის, რასაც ალიანსი დადებითად უყურებს და აფასებს"-განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენმა გაიხსენა რომ ერთი თვის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების და გაძლიერების შესახებ.ეს კი თავისთავად ქვეყანაში დაწყებულ რეფორმებს დააჩქარებს და შეუწყობს ხელს.

ნატოს გენერალური მდივნის შემდეგ პრესის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი წარდგა.

გამოსვლის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს მისი ერთგულებისთვის.მან გაიხსენა რასმუსენის ვიზიტი საქართველოში ჯერ კიდევ დანიის პრემიერ მინისტრის ამპლუაში.

პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ნატოს პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით და მან აქვე კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მოდელ ქვეყნად იქნა მოხსენიებული.

"ეს ფაქტი ხაზს უსვამს პროგრესს და სტიმულია იმისა თუ როგორი ერთგულები უნდა დავრჩეთ ჩვენი მიზნის და განვაგრძოთ წინსვლ"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან თქვა რომ ყველაფერს გააკეთებს რათა მომავალი არჩევნები გამჭვირვალედ და ექსცესების გარეშე ჩატარდეს.ამ მიზნის მისაღწევად კი ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დახმარება დაჭირდება.

სააკაშვილი შეეხო აისაფის მისიას ავღანეთში. მან ხაზი გაუსვა რომ მიუხედავად მისიის სიმძიმისა, ქართველ ხალხს ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის.

XS
SM
MD
LG