შეერთებულ შტატებში უჩვეულოდ ცხელი ამინდი დადგა. მოსახლეობა იძულებულია კონდიცირებულ შენობებში დარჩეს და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავოს. ვაშინგტონსა და მიმდებარე რაიონებში სიცხემ უქვე მიაღწია 38 გრადუსს ცელსიუსით, ხოლო ვირჯინიის დედაქალაქ რიჩმონდში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. გაუსაძლისმა სიცხეებმა შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებიც მოიცვა. ამერიკის ჩრდილეთ-ცენტრალურ რეგიონში კი, კერძოდ ჩიკაგოსა და მიმდებარე რაიონებში ძლიერი წვიმებია, სადაც მოსულმა ნალექმა 18 სანტიმეტრს მიაღწია.
პოპულარული
1