ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წესები გულშემატკივრებისთვის


წესები გულშემატკივრებისთვის
წესები გულშემატკივრებისთვის

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიფას საორგანიზაციო კომიტეტმა 88 გვერდიანი ქცევის წესები გამოაქვეყნა.

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიფას საორგანიზაციო კომიტეტმა 88 გვერდიანი ქცევის წესები გამოაქვეყნა და გაავრცელა. ბროშურა გულშემატკივრებისთვსი არის განკუთვნილი და ის უფასოდ რიგდება. აქ შესულია სხვადასხვა ინფორმაციები მასპინძელი ქვეყნის შესახებ, ისეთი როგორიცაა სამხრეთ აფრიკის ისტორია, საბანკო სისტემა, სასაუბრო ენები, ამინდი და გასტრონომიული ინფორმაცია.

აქვეა შესული დეტალური ინფორმაცია ცხრავე მასპინძელ ქალაქზე, დეტალური რუკებით, თუ სად მდებარეობს სტადიონები, რომელია უსაფრთხო ზონები, სად შეიძლება ბილეთების ყიდვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და მარშრუტები. ასევე აქვეა შესული მატჩების განრიგები, თუმცა, იმდენად წვრილი შრიფტით არის დაწერილი,რომ გულშემატკივრებს მისი წაკითხვა უჭირთ.

ფიფამ გულშემატკივრებს კიდევ ერთი კარგი საჩუქარი მოუმზადა - მათ ვინც ბილეთის შოვნა ვერ მოახერხა, ფეხბურთის ყურება და საყვარელი გუნდის გულშემატკივრობა ქალაქში რამდენიმე ადგილას, სპეციალურად დამონტაჟებულ უზარმაზარ ეკრანებზე შეეძლებათ.

ბროშურაში ასევე არის შესული მეტად სასარგებლო ინფორმაციები სტადიონებზე ქცევის წესების შესახებ. აკრძალვები, რომელიც სტადიონებზე იარაღის, მაშხალების, ალკოჰოლის და ნარკოტიკების შეტანას შეეხება ეს ყველასთვის ცნობილია. ასევე აკრძალულია თითქმის ყველა ხმის ძლიერად გამომცემი საყვირი საშუალება, თუმცა ფიფამ სამხრეთ აფრიკული ტრადიციული საყვირების გამოყენების ნება გულშემატკივრებს მაინც დართო. ეს უბრალოდ ტრადიციია. პლასტმასის რქის საყვირის გარეშე, რომელსაც ვუვუზელა ქვია, ფიფას ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ჩემპიონატს ელფერი დაეკარგებოდა. გულშემატკივრებს ზოგიერთი აკრძლავა აშკარად არ მოსწონთ. მაგალითად წესი, რომლის მიხედვითაც სტადიონზე საკვების და სასმელის შეტანა არ შეიძლება. თუმცა, ახალ ზელანდიელი გულშემატკივარი კრისი ამბობს, რომ ეს მისთვის პრობლემას არ ქმნის.

„უსაფრთხოების წესები მშვენიერია. მე ამას ველოდი. ჩვენ ამ წესებთან შეგუების პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეეხება საკვებს და სასმელს, ჩვენ მისი ყიდვა სტადიონის შიგნით შეგვძლია. აქ სასმელი მხოლოდ უთავსახურო ჭიქებით იყიდება. მე ეს ყველაფერი კარგად მესმის. მათ ხალხი უნდა დაარწმუნონ, რომ უსაფრთხოება დაცულია,“- ამბობს ახალ ზელანდიელი გულშემატკივარი.

მეორე ახალ ზელანდიელი პემ სკიტისთვის ეს მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც ის ესწრება. პემის თქმით, ის 28 კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და გამგზავრებამდე უკვე იცოდა ამ აკრძალვების შესახებ. მან თავის თვალით ნახა,თუ როგორ მუშაობდა უსაფრთხოების სამსახური სტადიონებზე და როგორ უკეთებდა აკრძალულ ნივთებს კონფისკაციას. თუმცა, ეს წესები პემისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ის აღტაცებული ყვება, როდესაც ახალმა ზელანდიამ სლოვაკეთთან გოლის გატანა შეძლო.

„ეს თითქმის ისეთივე სიხარული იყო, თითქოს მსოფლიო თასი მოგვეგოს. მე მესმის ეს შეგრძნება რაგბში, სადაც ახალი ზელანდია აუღებელი გუნდია, ასე რომ ეს ძალიან მაგარია,“ - ამბობს პემი.

ფიფას მიერ დაწესებული ერთი შეზღუდვა პატარა ბავშვებსაც შეეხება. მშობლებმა მათ აუცილებლად უნდა უყიდონ ბილეთი, იმ შემთხვევაშიც, კი თუ მთელი თამაში ბავშვი მათ მუხლებზე იჯდება.

მოკლედ, აი ასეთია ფედერაციის ეს აკრძალვები და წესები. თუმცა, ეს არანაირად არ უშლის ხელს იმას, რომ სამხრეთ აფრიკაში გულშემატკივრებმა მთელი არსებით განიცადონ ის დღესასწაული, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ დგება და მხოლოდ ერთი თვე გრძელდება.

XS
SM
MD
LG