ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია წითელ მოედანთან


პოლიციამ მოსკოვში 55 აქტივისტი დააპატიმრა

რუსეთის დედაქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გრძელდება. ოფიციალური წყაროების მიხედვით პოლიციამ წითელი მოედნის მახლობლად 55 ოპოზიციის მხარდამჭერი დააპატიმრა, რომლებიც არასანქცირებული მიტინგის გამართვას ცდილობდნენ.

ვინაიდან პოლიციამ აქციის ჩაშლის მიზნით წითელ მოედანთან მიმავალი გზები გადაკეტა, ოპოზიციონრებმა მიტინგი კრემლთან ახლოს, წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. მათ თეთრი ბაფთები ეკეთათ და პროტესტს შეკრების უფლების უხეში და მრავალჯერადი დარღვევების გამო გამოხატავდნენ. ოპოზიცია მთავრობას რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვას სთხოვს, რომელიც რუსი მოქალაქეებისთვის შეკრების თავისუფლების გარანტს წარმოადგენს.

ათობით ათასმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა უკანასკნელი თვეების მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში. რუსეთის მოსახლეობა საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა, რომლის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ ვლადიმერ პუტინი იქნა არჩეული.

XS
SM
MD
LG