ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მოსახლეობამ 300 მილიონს გადააჭარბა


შეერთებული შტატების მოსახლეობამ 300 მილიონს გადააჭარბა. პოპულაციის ზრდა ძირითადად ფერადკანიანთა მატებით არის განპირობებული.

შეერთებული შტატების მოსახლეობამ 300 მილიონს გადააჭარბა. პოპულაციის ზრდა ძირითადად ფერადკანიანთა მატებით არის განპირობებული.

ახალი გამოკითხვის შედეგებით დადგინდა რომ სულ უფრო მეტი შავკანიანი, აზიელი, ლათინური წარმოშობის და საზღვარგარეთიდან ემიგრირებული ამერიკელი გადადის ქალაქის გარეუბნებში საცხოვრებლად, რომელიც ადრე თეთრკანიან ამერიკელთა ოჯახებით იყო დასახლებული.

სინდია როზენბერგი ლიტერატურის მასწავლებელია ვაშინგტონის გარეუბან ანანდეილში. მაგრამ ლიტერატურის ნაცვლად მაღალ კლასებში მას ძირითადად ინგლისურის სწავლება უწევს.

მისი მოწაფეები არიან კელვინ სურიანიმი ჰონდურასიდან, ფარვინ ახტარი პაკისტანიდან, ვუ ნგუენი ვიეტნამიდან. ანანდეილის სკოლაში 2500 მოსწავლეა მსოფლიოს 85 ქვეყნიდან, რომლებიც 45 სხვადსხვა ენაზე ლაპარაკობენ.

სკოლიც მოწაფეთა რიცხვი იმდენად გაიზარდა უკანასკნელ წლებში რომ ზოგჯერ გაკვეთილები სკოლის მახლობლად მდებარე პარკში ტარდება. ანადეილის სკოლაში ჩვეულებრივ მასწავლებლებთან ერთად ესპანური ვიეტნამური და კორეულის მცოდნე სპეციალისტებიც მუშაობენ.

ჰონდურასელი იმიგრანტი დინორა გონსალესი ლათინური წარმოშობის ამერიკელებთან თანამშრომლობს. მისი თქმით:“ მე ძირითადად დაბალ შემოსავლიან ოჯახებთან ვმუშაობ, რომლებმაც ინგლისური სერთოდ არ იციან, ამიტომ ყველა პატარა საქმეზე მაწუხებენ და მათ მაგივრად ვუკავშირდები მასწავლებლებს.“

როდესაც ანანდეილის სკოლა გაიხსნა 1954 წელს მაშინ იქ მხოლოდ თეთრები სწავლობდნენ. როგორც ანანდეილის მაცხოვრებელი ქეთრინ ქუიგლი იხსენებს:“ 1977 წელს როდესაც ჩემმა ვაჟმა ეს სკოლა დაამთავრა 680 მოწაფიდან მხოლოდ ერთი იყო შავკანიანი.“

1962 წელს როცა ქალბატონი ქეთრინი ანანდეილში გადავიდა საცხოვრებლად მისი მეზობლები საშუალო კლასის თეთრკანიანი ამერიკელები იყვნენ, ახლა კი კორეელებით, ლათინო ამერიკელებით და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული იმიგრანტებით არის გარშემორტყმული. როგორც ქეთრინ ქუიგლი ამბობს:“ ადრე ნამდვილი მეზობლობა არსებობდა, მიუხედავად იმისა რომ ხალხი სხვადასხვა კუთხიდან იყო ჩამოსული ყველა ერთი სამეზობლოს წევრად აღიქვამდა თავს. ახალ კი ეს ყველაფერი დაიკარგა.“

თუმცა ქალბატონი ქეთრინი მარტოობას მაინც არ უჩივის. ის პალესტინური წარმოშობის ახალ მეზობლებს დაუმეგობრდა. ჯოზეფ მოურა ლიბანში ცხოვრობდა და 10 წლის წინათ მიატოვა ეს ქვეყანა, როდესაც მისი პოლიციელი ძმა მოკლეს. მას მოსწონს ანადეილში ცხოვრება, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია. მისი თქმით:“ ჩემი ცოლი მანქანას ვერ ატარებს, არა აქვს მართვის უფლება, მაგრამ მაღაზიები ისე ახლოა რომ თავისუფლად შეუძლია საყიდლებზე ფეხით სიარული. და რაც მთავარია სკოლაც აქვეა, სადაც ბავშვები ასევე ფეხით დადიან.“

ბატონი მოურა ლიბანში კარგი შემოსავლის მქონე შეფმზარეული იყო, მაგრამ ამერიკაში შეიცვალა პროფესია და ახალ პატარა სამშენებლო ბიზნესი აქვს.

როგორც ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის დემოგრაფი უილიამ ფრეი აცხადებს:“ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, ლათინური ამერიკიდან და აზიიდან ჩამოსულ ადამიანებს თავიანთი განსხვავებული წესჩვეულებები, ენა და კულტურა შემოაქვთ ამერიკაში.“

ასე რომ მთავრობას, პოლიტიკოსებს, მუშა-მოსამსახურეებს, მაწავლებლებს თუ უბრალო ამერიკელებს მოსწონთ თუ არა ეს ამბავი სწორედ ამ ახალ იმიგრანტებთან მოუწევთ ურთიერთობა.

XS
SM
MD
LG