ახლახანს ვაშინგტონის შემოგარენში განლაგებულ არაბ ამერიკელთა ცენტრში არაბ ამერიკელთა შეხვედრა გაიმართა, იემენში აშშ-ს ყოფილ ელჩთან სტივენ სეშესთან. შეხვედრისას ადგლობრივმა არაბებმა პოზიტიური შეფასება მისცეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივას უკეთესი ურთიერთობა დამყარდეს მთელს მსოფლიოში არაბებთან და კერძოდ მუსლიმებთან. თუმც ისიც აშკარად გამოიკვეთა, რომ ამერიკაში მცხოვრები არაბები შეშფოთეულნი არიან ამერიკაში ანტი-ისლამური განწყობის გაძლიერებით და იმით თუ რა ძალისხმევას მიმართავს ობამას ადმინისტრაცია არაბებისა და ისრაელის კონფლიქტის მოგვარების დარგში. აი რა თქვა შეხვედრაზე სტივენ სეშემ:
-„ აშკარაა ის, რომ აშშ მხარს უჭერს არაბ-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებას, რომელიც ითვალისწინებს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას. ანუ ისრაელისა და პალესტინის მშვიდობიან თანაარსებობას.“
ამერიკელი არაბების აზრით ახლოაღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების საკითხში აშშ-ს როლი საკვანძო მნიშვნელობის მქონე ფაქტორია არაბებისა და აშშ-ს ურთიერთობაში.
-„ჩვენთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობის დამყარების საკითხს ახლოაღმოსავლეთში. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო აშშ-სათვის, არამედ პირადად ჩემთვის.“
მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისა ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკება ისევ შევიდა ჩიხში ისრაელის პოზიციის გამო, რომლის თანახმად იგი უარს აცხადებს გაყინოს ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ამაში არაბი ამერიკელები ნაწილობრივ პრეზიდენტ ობამას სდებენ ბრალს. აი რა მოსაზრება გამოთქვა ამის თაობაზე ამერიკელმა არაბმა ბიზნესმენმა ომარ ხალდიამ:
-„იგი დაგვპირდა იმას, რომ ისრაელი შეაჩერებდა ამ დასახლებების მშენებლობას. ისრაელი კი დღესაც ჯიუტად ეწინააღმდეგება აშშ-ს ამ პოზიციას.“
აი რა თქვა ამის თაობაზე არაბმა ამერიკელმა სტუდენტმა აჰმედ აისავამ:
-„ როგორც არაბი მე ვერ ვხედავ ახლოაღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივას, სანამ აშშ ასი პროცენტით მხარს უჭერს ისრაელს.“
საუბარი ერაყში შექმნილ მდგომარეობასაც შეეხო. შეკრებილი არაბების ნაწილი დადებითად აფასებს ობამას სტრატეგიას ერაყში. თუმც სხვები შეშფოთებულნი არიან იმით, თუ რა ელის ერაყს მომავალში და ეს მოიუხედავად იმისა, რომ ობამამ დაასრულა აშშ-ს შეიარეღებულ ძალთა საბრძოლო ოპერაციები ერაყში. ზოგს მიაჩნია, რომ ერაყის აშენებას კიდევ დიდი ხანი დასჭირდება, რადგანაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურებულია.
აუდიტორიამ იმსჯელა ეგვიპტის დემოკრატიის საკითხზეც. ნოემბერში ობამას ადმინისტრაციამ გააკრიტიკა ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები გამჭირვალობის პრაქტიკულად არ არსებობის გამო.
-„ის ვინც დღეს ეგვიპტის სათავეში დგას ხელისუფლების სადავეებს მის ვაჟიშვილს უტოვებს და თუ ეს აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებში შედის იგი სულაც არ იქნება წინააღმდეგი იმისა, რომ არაბულ სამყაროში მემკვიდრეობით გადავიდეს ხელისუფლება “- ეს მოსაზრება გამოთქვა არაბმა ამერიკელმა სტუდენტმა აჰმედ ალ სავამ.
ეს ახალგაზრდა საუბრობს ეგვიპტეში ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებაზე იმის თაობაზე, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი საკუთარ ვაჟიშვილს გამალს ამზადებს მემკვიდრედ პრეზიდენტის პოსტზე.
გაცხოველებული სჯა-ბაასის საგანი გახდა ინიციატივა, რომლის თანახმად 2001 წელს ტერორისტული თავდასხმის ადგილის შორიახლოს ნიუ-იორკში ისლამური კულტურის ცენტრი უნდა აშენდეს. როგორც არაბ ამერიკელმა აქტივისტმა ჰალედ საფურიმ აღნიშნა, ამ ისლამური ცენტრის აგების გარშემო ატეხილი აურზაური მტელს მსოფლიოში არაბებზე და მუსლიმებზე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ამერიკელები ანტი-ისლამურ პოზიციებზე დგანან. შეხვედრის დასასრულს არაბმა ამერიკელებმა გამოთქვეს იმედი, რომ მომავალ ახალ წელს ამერიკის ურთიერთობა არაბებთან და ისლამურ სამყაროსთან გაუმჯობესდება.