ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთის არჩევნები


პოლიციასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ოთხი წლის წინ გამართული ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, პოლიციასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, პრეზიდენტი სერჟ სარქისიანის რესპუბლიკური პარტია და მისი ალიანსი, სავარაუდოდ, 131 ადგილით პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

უმუშევრობის მაღალი დონე, სიღარიბე და სომხეთის გრძელვადიანი კონფლიქტები თურქეთთან და აზერბაიჯანთან წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემები იყო.

ამ დრომდე საარჩევნო უბნებზე დაპირისპირება არ მომხდარა.

XS
SM
MD
LG