სლოვაკეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ჩატარებული კვლევების მიხედვით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის რობერტო ფიკოს ხელმძღვანელობით სოციალ-დემოკრატებს 150 კაციან პარლამენტში მანდატების ნახევრის მოპოვების პერსპექტივა აქვთ. სოციალ-დემოკრატიული პარტია ოთხი ძალისგან შემდგარ კოალიციას უპირისპირდება, რომელიც კორუფციული სკანდალის მთავარი სამიზნე გახდა.
სკანდალის მიზეზი კი ის საიდუმლო ჩანაწერებია, რომელიც მაღალჩინოსნების მიერ ქრთამის აღების ფაქტებს ადასტურებს. აღნიშნულმა ფაქტმა ბრატისლავაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.