ტერაქტი მოხდა სამხრეთ იემენში, სადაც თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქების შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტი პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს განხორციელდა, მას შემდეგ რაც აწ უკვე ყოფილმა ვიცე -პრეზიდენტმა აბდ-რაბუ მანსურ ჰადიმ საპრეზიდენტო ფიცი დადო და ქვეყნის ახალი ლიდერი გახდა.
მისი საპრეზიდენტო ინაუგურაცია დღეს პარლამენტის შენობის წინ შედგა. მან განაცხადა, რომ გააგრძელებს ბრძოლას ისლამისტი ამბოხებულების და ალ-ყაიდას წინააღმდეგ და იემენელ დევნილებს სამშობლოში დაბრუნების პირობებს შეუქმნის.
ჰადი საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო და მან ამომრჩეველთა ხმების 99 პროცენტი მიიღო.