ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა პრემიერზე


თავდასხმა პრემიერზე
თავდასხმა პრემიერზე

აფეთქებისას დაიღუპა ერთი და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.

როგორც ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი აცხადებს, ბაღდადის მკაცრად დაცულ მწვანე ზონაში მომხდარი ავტომობილის აფეთქება იყო პრემიერზე თავდასხმის მცდელობა.

შაბათს ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში , ბატონმა მალიკმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთირებებით დატვირთული ავტომობილის აფეთქება გეგმის მიხედვით უნდა მომხდარი, როდესაც პრემიერი პარლამენტში შევიდოდა.

ერაყის უშიშროების ძალებმაც დაადასტურეს პრემიერის განცხადება და იქვე დასძინეს, რომ აფეთქებისას დაიღუპა ერთი და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.

როგორც გამომძიებლები ამბობენ, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი უნდა შესულიყო პარლამენტის შენობის გვერდით განლაგებულ ავტო-ფარეხში.

თუმცა საკონტროლო პუნქტთან უშიშროების თანამშრომლებმა ასაფეთქებელი ნივთირებებით დატვირთული ავტომობილი მწვანე ზონაში არ შეუშვეს, რადაგანაც მას არ ქონდა საჭირო საბუთები. მანქანის მძღოლმა ავტომობილი მწავნე ზონის გარეთ ავტო ფარეხში ააფეთქა.

XS
SM
MD
LG