კვიპროსის მთავრობის განცხადებით ქვეყნის კაბინეტი დაეთანხმა პრეზიდენტ დიმიტრიუს ქრისტოფიას თხოვნას გადადგომის თაობაზე.
მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტმა ქრისტოფიასმა მინისტრებს პოსტიდან წასვლის თაობაზე დღეს მიმართა, თუმცა კაბინეტის 11 წევრი თანამდებობეს ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეინარჩუნებს.
კვიპროსის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც უკვე გადადგნენ.
კვიპროსში ჯერ კიდევ არ განელებულა, საზღვაო ბაზაზე, ახლახანს მომხდარი სამხედრო აღჭურვილობის აფეთქების ფაქტი, რომელმაც 13 ადამიანი იმსხვერპლა; მათ შორის თავად ფლოტის მეთაურიც აღმოჩნდა.