ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელების მარათონი


რესპუბლიკელების მარათონი
რესპუბლიკელების მარათონი

კრიტიკის ობიექტი პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკაც ხდება

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო ციებცხელბა უკვე ძალში შედის. რესპუბლიკელთა კრიტიკის ობიექტი პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკაც ხდება. ახლანდელი ადმინისტრაციის დიპლომატიური ძალისხმევა მინესოტას ყოფილმა გუბერნატორმა ტიმ პოლენტიმ გააკრიტიკა. საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციამ სისუტე გამოავლინა, როდესაც ვერ გააძლიერა ირანში დემონსტრაციების ტალღა და დემოკრატიული მოძრაობები ე.წ. არაბული გაზაფხულის დროს. პოლენტიმ პრეზიდენტის ამჟამინდელი მიდგომები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეშიც დაიწუნა.

„პრეზიდენტს რეალურად არც გააჩნია პოლიტიკა სამშვიდობო პროცესის მიმართულებით. მას აქვს მიდგომა. და მოდით გულახდილად ვთქვათ თუ როგორია ეს მიდგომა. ის ფიქრობს, რომ პრობლემა ისრაელია, ხოლო გამოსავალი კი ისრაელზე ზეწოლაა. მე ვუარყოფ ამ ანტიებრაულ მიდგომას. მე ვუარყოფ ამას, რადგანაც ისრაელი ჩვენი ახლო და სანდო დემოკრატიული მოკავშირეა,“ - აცხადებს პოლენტი.

იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი ჯონ ჰანტსმენი ავღანეთიდან ამერიკის ჯარების დაჩქარებულ გამოყვანაზე საუბრობს, ხოლო მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატროი მიტ რომნი კი ამერიკელი ხალხის მომავალზე ამახვილებს ყურადღებას. რესპუბლიკელი კანდიდატების საარჩევნო მარათონში ორშაბათიდან მინესოტელი კონგრესმენი მიშელ ბაქმანიც ჩაება. მისი ძირითადი გზავნილები ამერიკელი ხალხის ერთობაზე და ერთად გამარჯვების სულისკვეთებაზეა გათვლილი.

პრეზიდენტ ობამას მკვეთრი კრიტიკით, თანაპარტიელებს ტოლს არ უდებს მიტ რომნი. მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი ქვეყნის ეკონომიკაა.

„პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ თუკი ეკონომიკას ვერ უშველიდა სამ წელიწადში, მაშინ ის მხოლოდ ერთი ვადით იქნებოდა პრეზიდენტი. ის აბსოლუტურად მართალია,“ - აცხადებს რომნი.

პრეზიდენტ ობამას დამარცხებამდე კი რესპუბლიკელმა კანდიდატებმა ჯერ ერთმანეთთან ბრძოლაში უნდა მოიპოვონ გამარჯვება, რათა ბარაკ ობამასთან კონკურენციის უფლება ქონდეთ.

XS
SM
MD
LG