ეგვიპტის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მათ ქვეყანაში მომავალი წლის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება შეძლეს. სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ეგვიპტის მთავრობას საერთაშორისო ფინანსური დახმარების თხოვნა აღარ მოუწევს.
ამბოხმა ეგვიპტეში, რომელსაც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მთავრობის გადადგომა მოჰყვა, ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენა. ტურიზმის ინდუსტრია იქ 2011 წლის დასაწყისში რამდენიმე თვით გაჩერდა, რამაც სერიოზული ფინანსური პრობლემები გამოიწვია.
თავდაპირველად ეგვიპტე მსოფლიო ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს 6, 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას სთხოვდა. დღეს დილით კი ფინანსთა მინისტრის, სამირ რადვანის, მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ეგვიპტემ ბიუჯეტის ხელახალი გადახედვის შემდეგ დეფიციტის გონივრული შემცირების ხარჯზე ფინანსური პრობლემების საკუთარი ძალებით მოგვარება შეძლო.