არეულობაა ომანში, სადაც ოპოზიცია მთავრობისგან პოლიტიკური რეფორმების დაწყებას ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით მომიტინგეებსა და პოლიციის ძალებს შორის შეტაკების შედეგად 2 ადამიანია დაღუპული.
თვთმხილველთა განცხადებით, დღეს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ქალაქ სოჰარში, რომელიც დედაქალაქ მუსკატიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული.
სულთანმა ქაბუსმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა და ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყო.