რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ახალი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მომავალ ათწლეულში მსოფლიოში ახალი გამალებული შეიარაღების პროცესი დაიწყება, თუკი რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები ევროპაში ახალი სარაკეტო ფარის შესახებ, მოლაპარაკებებში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
ამის შესახებ პრეზიდენტმა მედვედევმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს მოუწევს გადაწყვიტოს, თუ სად განალაგოს ახალი დარტყმითი ძალები, თუკი მხარეები ვერ მიაღწევენ ერთობლივი მექანიზმის შემუშავებას. რუსეთის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს და ევროპის ქვეყნებს მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.